Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავს ემთხვევა და ის მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება. ღონისძიების მიზანია, უკეთ გააცნოს საზოგადოებას ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის შემოქმედება და ქართული კულტურული მემკვიდრეობა. პროექტი სოლიკო ვირსალაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ ჩატარდა.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, ქართველი მხატვრის და სცენოგრაფის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში არსებული საარქივო ნივთები დაათვალიერონ. ასევე, იხილონ კინო-თეატრის, მუზეუმისა და სუხიშვილების არქივის საკუთრებაში არსებული კოსტიუმები.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას. სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებამ თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა. მისი შემოქმედების დიაპაზონი კი გამორჩეულად ფართოა - როგორც სპექტაკლების და მსოფლიო თეატრების საბალეტო დადგმებისთვის, ასევე ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის შექმნილი ნამუშევრებით. რეტროსპექტული გამოფენა სტუმრებს სწორედ ამ მრავალფეროვანი შემოქმედების ნახვის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ვართ ამაყები, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის ორგანიზატორები. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერას", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ვოლტთან ერთად

Macron-ისა და ვოლტის ექსკლუზიური პარტნიორობა, გულშემატკივარს აძლევს საშუალებას, ვოლტის პლატფორმაზე შეარჩიონ ნაკრების ოფიციალური ფორმა, შეუკვეთონ და იმავე საათში მიიღონ შეკვეთა სასურველ მისამართზე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

ვენჩურული კაპიტალი - საქართველოს უნიკალური შანსი, გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი

გვყავს თუ არა ვენჩურული კაპიტალისტები საქართველოში?